Monday, March 30, 2015

დღე მეექვსე

მიზნებიდან, 21-ე საუკუნის უნარჩვევებიდან, შეკითხვებიდან და შეფასების ხუთივე მიზნის შესაბამისად უნდა იყოს პროცედურები.
 დღევანდელ დღეს საინტერესო იყო პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე.
გავხსენით პორთფოლიოს რუბრიკა და გავეცანით როგორი უნდა იყოს კარგი პორტფოლიო თავისი  ინდიკატორებით.
მოსწავლის ნაშრომის შესაფასებლად შევქმენი შეფასების რუბრიკა.
ბლოგზე ვისწავლე მთავარი გვერდის გაკეთება და სხვა გვერდების დამატება.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!!!!!!!!!!!!

მოსწავლის ნიმუში

Wednesday, March 25, 2015

მეხუთე დღე

დრაივში გავხსენით საპროექტო გეგმები, ვისწაბლეთ მისი ჩასმა გუგლდრაივში, გავუზიარეთ ისინი ერთმანეთს და გავუკეთეთ კომენტარები.
გავეცანი რჩევების მიცემის წესებს. მინდა ავღნიშნო,  რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია მისი დანერგვა და გამოყენება ჩემს პრაქტიკაში.
ჩავდექი მოსწავლის როლში და სლაიდშოუთი შევქმენი მოსწავლის ნაშრომი და ავტვირთე დრაივზე.
გმადლოთ ყველაფრისთვის!!!!!!!!!!!!!!!

Monday, March 23, 2015

მეოთხე დღე

გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობაში შეფასების ხუთ მიზანს .
შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის ხუთივე მიზნისთვის შესაბამისი  შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.
შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და გეგმაში ჩავწერეთ;
მოსწავლეთა შესაფასებლად შევქმენი ერთ-ერთი ინსტრუმენტი-დიაგრამა "ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე";
ჩვენი პროექტის ამოცანებს მოვარგეთ აქტივობები;
ვისწავლე დრაივის მოხმარება და ავტვირთე ჩემი პორტფოლიო.
დიდი მადლობა ქალბატონ მანანას ასეთი დაუღალავი შრომისთვის!!!!!!!!

Wednesday, March 18, 2015

დღე მესამე

წინა დღეებში ნასწავლი მასალების გახსენებით განვაგრძეთ პროექტზე მუშაობა. კერძოდ:
1.  მოვარგეთ ამოცანები ჩვენს მიერ არჩეულ სტანდარეტებს.  ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით შევამოწმეთ არჩეული სტანდარტები ინდიკატორებით შეესაბამებოდა თუ არა  მაღალ სააზროვნო უნარებს;
2.  გავეცანით 21-ე საუკუნისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს;
3.  ჩამოვწერეთ სპეციფიკურ დავალებებზე ორიენტირებული კითხვები;
4. პროექტისთვის მოვიფიქრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Monday, March 16, 2015

დღე მეორე

ტრენინგის მეორე დღეც მნიშვნელოვნად დატვირთული იყო. კერძოდ:
1. ჩამოვაყალიბეთ ჩვენი  გეგმის იდეა და შინაარსი;
2. ვისწავლეთ პროექტის გეგმის შევსება, კერძოდ ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევარჩიეთ პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი და შესაბამისი სტანდარტები თავისი კრიტერიუმებით.
3. ვისწავლეთ ბუკლეტების შაბლონების შევსება. ვისწავლეთ  მასში ტექსტების და სურათების განთავსება.

Monday, March 9, 2015

დღე პირველი

მინდა ავღნიშნო,რომ დღევანდელი შეხედულებით მოცემული კურსი  მოიცავს ბევრ საინტერესო და აუცილებელ ინფორმაციას.რასაც პირველი დღის მოდული მოიცავდა იმედია დალაგდება და ყველაფერი თავის ადგილს დაიკავებს.
მოლოდინი დიდია,რადგანაც სწავლების თანამედროვე მიდგომები და საჭიროებები მოითხოვს იმ საკითხების კარგად ცოდნას და ფლობას, რასაც ინტელის ტრენინგები გვთავაზობს,მაგალითად პროექტის დაგეგმვა-განხორციელების გზებს, გავეცანი ვიუვერის პროგრამას, შევქმენი ჩემი ბლოგი, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ უკვე;გავეცანი პორტფოლიოს შემადგენელ ნაწილებს;დოკუმენტების დახარისხებას, შენახვა-განთავსებას.
რაც მთავარია, უზომოდ კმაყოფილი ვარ ჩვენი ტრენერის, რომელიც დაუზარელად დაწვრილებით იცდილობს , რათა ტრენინგით გათვალისწინებული ცოდნა სრულად და ადვილად აღსაქმელი იყოს.