მოვისმინე იზა ბერულავას შესანიშნავი პროექტის პრეზენტაცია სათაურით ბედი ქართლისა. პოზიციების გადანაწილებით გაიმართა დებატები და ნაფიქრი მოწვეულმა ისტორიკოსმა შეაჯამა ბავშვებთან ერთად. საბოლოო პროდუქტი წარადგინა ესეების კრებული ბლოგზე.
მომხსენებელმა რუსუდან ოძელაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტის" საგნების დამზადება, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება".გეგმით კარგად ჩანს რომ ბავშვები შეეჩვევიან სასარგებლო შრომას და საბოლოო პროდუქტად წარმოადგენენ მათ მიერ დამზადებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს.
მომხსენებელმა ნინო რევაზიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტის "სვეტიცხოვლის აგების ისტორია" სადაც კარგადაა წარმოჩენილი დიდებული ტაძრის აგების მაგალითზე აუცილებელი მჭიდრო კავშირი წარსულსა აწმყოსა და მომავალს შორის.
მომხსენებელმა ეკა რუხაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტის სასკოლო განათლების სისტემა დასავლეთის ქვეყნებში. დაისვა პრობლემა თუ რა კავშირი შეიძლება იყოს წარსულ დღევანდელ და უცხოეთის სასკოლო ცხოვრებებს შორის.
მომხსენებელმა მზია კახელიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტის
მომხსენებელმა ლია ნონიაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია მეტად საინტერესო პროექტი "ლოცვა და შელოცვა",სადაც ნათლადაა წარმოჩენილი მოსწავლეთა კვლევა 21-ე საუკუნის გადასახედიდან რას უფრო ანიჭებენ ისინი უპირატესობას და რატომ.
მომხსენებელმა ნანა მამუკაშვილის წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტის " მათემატიკა და არქიტექტურა" ,სადაც დაისვა პრობლემა მსოფლიო საოცრებებიდან პირამიდების მაგალითეზე თუ რა უდუდესი ადგილი უკავია მათემატიკას არქიტექტურაში უძველესი დროიდან.
მომხსენებელმა მაცაცო რეხვიაშვილიმა წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტი "ყველი",სადაც უშუალო შეხებით პროდუქტის დამზადებას სწავლობენ მოსწავლეები. განხილულია მისი მნიშვნელობა და აუცილობლობა, თუ რა ქიმიურ რეაქციებს აქვს ადგილი.
მომხსენებელმა დარეჯან ტატუაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტის "წილადების შედარება და მისი გამოყენება ცხოვრებაში". არსებული პრობლემა რომ წილადები არ იცოდნენ მოსწავლეებმა, მასწავლებელმა დაძლია ყოფაცხოვრებიდან უშუალო მაგალითების მოყვანით წილედების გამოყენებით. მოსწავლეებისთვის ნათელი გახდა წილადების ცოდნის აუცილებლობა.ჩაატარეს ვიქტორინაც.
მომხსენებელმა მზია კახელიშვილის წარმოადგინა პრეზენტაცია პროექტი "სვეტიცხოველი და გეომეტრია",სადაც ბრწყინვალედაა წარმოდგენილი დიდებული ტაძრის თითოეულ ორნამენტი თუ რა კავშირშია გეომეტრიასთან.
მადლობა ტრენერს და ჩემს ძვირფას კოლეგებს საინტერესო ნამუშევრებისთვის.
Wednesday, April 8, 2015
Monday, April 6, 2015
დღე მეშვიდე
გავიხსაენეთ წინა ტრენინგის მასალა და ბლოგზე გვერდები
დავამატეთ.
პორტფოლიო გამოვაქვეყნე და დავდე ბლოგზე.
შევქმენი საქაღალდე და ბლოგზე გამოვაქვეყნე.
გავეცანი გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიის პრეზენტაციას.
შევქმენი მოსწავლის თვითშეფასების ფორმა,.
გავეცანი მოსწავლეთა მხარდაჭერის ფორმებს.
შევქმენი პრეზენტაციის შაბლონი.
ვისაუბრეთ პროცედურებზე.
Subscribe to:
Posts (Atom)